ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის საარჩევნო კომისიამ ტიმოშენკოს ბლოკის წევრებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა


უკრაინის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამ ზომამ კიევში საპროეტესტო აქციები გამოიწვია. რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლებს. თავად ქალბატონმა ტიმოშენკომ ჟურნალისტებს უთხა, რომ იგი აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს ეს ფაქტი და რომ ასევე ევროპის ქვეყნების მთავრობებს კომისიის ამ გადაწყვეტილების დაგმობისკენ მოუწოდებს. ტიმოშენკოს მტკიცებით, კომისია უკრიაინის პრემიერ მინისტრის ნებას ემორჩეილებოდა როცა ასეთი გადაწვეტილება მიიღო. უკრაინის საარჩევნო კომისიიის წევრების ნაზევარზე მეტი პრემიერ მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეებად ითვლებიან. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უკრაინაში 30 სექტემბრისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG