ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეული სახემწიფოების ლიდერები უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ


შეხვედრა მიმდინარე თვეს ფხენიანში გაიმართება. ეს პირველი უმაღლესი დონის შეხვედრაა ამ ლიდერებს შორის შვიდი წლის განმავლობაში. როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა დღეს სეულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები 28-ა აგვისტოს სამი დღის განმავლობაში შეხვდებიან ერთმანეთს.

დღესვე ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტოდ დაადასტურა ეს ცნობა და გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ორივე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელები ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო ქალაქ კაესონგში შეიკრიბებიან, რათა უმაღლესი დონის შეხვედრის ორგანიზების საკითხები მიმოიხილონ. როგორც აშშ-ის სახ-დეპის წარმომადგენელმა განაცხადა ოფიციალური ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა შედეგად გამოიღებს მშვიდობასა და სტაბილობას კორეის ნახევარკუნძულზე და დადებით წვლილს შეიტანს ბირთვული საკითხის ირგვლივ ექვსმხრივი მოლაპარაკების საქმეში.

პეკინიც გამოეხმაურა ამ ცნობას. როგორც ჩინეთის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ჩინეთის მთავრობა მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კორეის ნახევარკუნძულზე სტაბილობისა და მშვიდობის დამყარებისაკენ.

XS
SM
MD
LG