ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფი ავღანური ტომების უხუცესთა საბჭოს, ჯირგას ვერ დაესწრება


პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი თალიბ მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე ავღანეთში დაგეგმილი რეგიონის ლიდერთა შეკრებაში მონაწილეობას ვერ იღებს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციაური პირები აცხადებენ რომ მუშარაფი ავღანური ტომების უხუცესთა საბჭოს, ჯირგას ვერ დაესწრება, თუმცა იგი მხარს უჭერს შეხვედრის მიზნებს.

ამავე განცხადების თანახმად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს პაკისტანის პრემიერ მინისტრი შაუკატ აზიზი.

ოთხ-დღიანი კონფერენცია რომელიც ხვალ იწყება უკვე წააწყდა გარკვეულ დაბრკოლებას. კერძოდ კი, პაკისტანის ჩრდილოეთით მდებარე ვაზირისტანის რაიონის ტომთა ბელადები აცხადებენ რომ არ მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრაში თუ რეგიონიდან პაკისტანის უშიშროების ძალებს არ გაიწვევენ.

XS
SM
MD
LG