ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობამ აზიაში 360 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


გაეროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად სამხრეთ აზიაში

წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თუ ისინი სასწრაფოდ არ მიიღებენ სამედიცინო დახმარებას.

გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს რომ სოფლებში უახლოეს მომავალში მალარია, ქოლერა და ციებ-ცხელება იფეთქებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკეთებული განცხადების თანახმად მოსახლეობას ასევე ემუქრება დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებები.

ინოეთში, ბანგლადეშში და ნეპალში კოკისპირული წვიმების გამო 28 მილიონი ადამიანია სტიქიით დაზარალებული.

წყალდიდობამ აზიაში 360 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

XS
SM
MD
LG