ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის პროცესი  დაიწყო


სპეციალური პროგრამის “ დაბრუნებ-ის” მიხედვით 2007-მა წელმა დეპორტაციის რეკორდი უნდა მოხსნას. კრიტიკოსების თქმით ხელისუფლება არა მხოლოდ იმ არალეგალურ იმიგრანტებს დააკავებს, რომლებსაც კრიმინალური წარსული გააჩნიათ, არამედ ყველა უსაბუთო იმიგრანტს, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. საემიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ ისინი უბრალოდ ცდილობენ კანონის დაცვას.

სენდი დოუმეტი აბარგების პროცესშია, რათა გაემგზავროს მექსიკაში, სადაც სულ ახლახანს მის მეუღლეს მოუხდინეს დეპორტაცია. სენდი ამერიკაში ეკუადორიდან 11-ი წლის წინ ჩამოვიდა და ამერიკის მოქალაქე გახდა.

-“ძნელია ჩემთვის იმის გაგება რომ ქვეყანამ, რომელმაც კარი გამიღო ახლა წიხლის კვრით მაგდებს აქედან. მეორეს მხრივ აქ რომ დავრჩე ჩემი შვილები მამის გარეშე უნდა გაიზარდონ. მე კი არ მსურს, რომ შვილები დავაშორო საკუთარ მამას.” - გვითხრა ქალბატონმა სენდინ.

სენდიმ და მისმა მეუღლემ რვა წელი ფლორიდაში იცხოვრეს ერთად და ექვსი წელია რაც ცოლ-ქმარი არიან. მათ სამი შვილი ჰყავთ. სამივე ამერიკის მოქალაქეა და მათ ამერიკაში ოჯახური ბიზნესი აქვთ გახსნილი.

სენდის მეუღლე ამერიკაში 10 წლის წინ ჩამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში მას სამჯერ ჰქონდა მინიჭებული დეპორტაციის სტატუსი. ახლა კი მას აკრძალული აქვს შეერთებულ შტატებში შემოსვლა.

სენდი სთხოვს ამერიკის მთავრობას, რომ მისცენ მის მეუღლეს ამერიკაში დაბრუნების უფლება.

-“მიეცით ჩემს მეუღლეს აქ დაბრუნების უფლება. ჩვენ ამერიკის მთავრობისათვის არაფერი არასდროს გვითხოვია. ჩვენ კარგი და პატიოსენი მოქალაქეები ვიყავით “ - ამბობს სენდი.

პრო-იმიგრანტული ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ასეთი სახის შემთხვევები ცხადჰყოფს იმას, რომ არალეგალური იმიგრანტების განურჩეველი დეპორტაცია ანგრევს ბევრი ადამიანის ცხოვრებს.

დენის დიაზი პრო -იმიგრანტული ორგანიზაციის წევრია. მისი თქმით აქამდე საიმიგრაციო სამსახურის ყურადღების ცენტრში კრიმინალური წარსულის მქონე არალეგალ იმიგრანტები იყვნენ, ახლა კი ისინი განურჩევლად ყველა არალეგალს დევნიან.

-“ეს იმიგრანტები არანაირ საფრთხეს არ უქმნიან ქვეყანას. ასე რომ საბოლოო ანგარიშში ისე გამოდის, რომ აქ საქმე გვაქვს მოქალაქეთა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან”.

ჩვენთან საუბარში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ იმ იმიგრანტებს უხდენენ დეპორტაციას, რომელთაც დაარღვიეს თავიანთი საიმიგრაციო სტატუსი და სასამართლოს ძალით მათ დეპორტაციის სტატუსი მიესაჯათ.

მაიკ ჯარბეკი, იმ ორგანიზაციის წევრია, რომელიც არალეგალური იმიგრანტების ქვეყანაში ყოფნის წინააღმდეგია. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა:

-“მსურს, რომ ყველა არალეგალური სტატუსისი მქონე ადამიანი თავიანთ სამშობლოში გაიგზავნოს.”

აშშ-ის მთავრობის სტატისტიკით 2006-ი წლის ოქტომბრიდან 2007-ი წლის ივნისის ჩათვლით 150 ათასი არალეგალი იმიგრანტი იქნა დეპორტირებული. აქედან 90 ათასს არანაირი კრიმინალური წარსული არ გააჩნდა.

-“ამერიკა არის კანონების ქვეყანა. და პრობლემა სწორედ ის არის, რომ თუ ჩვენ არ გავატარებთ კანონებს, გამოდის რომ ორმაგი სტანდარტი გვაქვს. ზოგზე თითქოს არ ვრცელდება კანონი, რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს და დაუშვებელია”- აღნიშნა მან.

საიმიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ უსაფუძვლოდ არავის უხდენს დეპორტაციას და ამ ზომას მხოლოდ მათ მიმართ ახორციელებს, ვისზეც შეგროვებულია სათანადო ინფორმაცია და დაზუსტებულია პიროვნების ვინაობა.


მაგრამ ეს სულაც არ გვრის შვებას სენდი დოუმონტს. მისი თქმით მას იმედი აქვს, რომ ერთ დღეს მისი მთელი ოჯახი შესძლებს ისევ იცხოვროს ამერიკაში ერთად .


XS
SM
MD
LG