ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელი მას დაჰპირდა პალესტინელთა მდგომარეობის გამოსწორებას


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელი მას დაჰპირდა პალესტინელთა მდგომარეობის გამოსწორებას. ეს განცხადება აბასმა გუშინ ისრელის პრემიერ-მინისტრ ეჰმუდ ოლმერტთან დაბა იერიქონში ჩატარებული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. როგორც მან თქვა მას სჯერა, რომ ისრაელის ლიდერი მთელი სერიოზულობით უდგება ძალისხმევას მკვდარი წერტილიდან დასძრან სამშვიდო ბო პროცესი.

მანამდე ოლმერტმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მან საუბარი იქონია პალესტინელთა ლიდერთან, მისივე სიტყვებით “ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ”, რასაც მალე უნდა მოჰყვეს მოლაპარაკება პალესტინური სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად იერიქონის შეხვედრაზე მხარეებს არ განუხილავთ ისეთი საკვანძო მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა საზღვრების დადგენა, დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების დემონტაჟი და იერუსალიმის მომავალი.

XS
SM
MD
LG