ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის კავშირის, გაეროს და დარფურელი მეამბოხეების წარმომადგენელთ შეხვედრა გაიმართა


დღეს ტანზანიაში აფრიკის კავშირის, გაეროს და დარფურელი მეამბოხეების წარმომადგენელთ შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ქალაქ არუშაში მიმდინარე მოლაპარაკებებში მეამბოხეთა 12 დაჯგუფების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კონგოს წარმომდგენლის პასკალ გაიუამას განცხადებით ტანზანიაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა დარფურის რეგიონში რეალური სამშვიდობო პრეცესის დაწყებას უნდა შეუწყოს ხელი.

დიპლომატებს მეამბოხეთა სხვადასხვა დაჯგუფების პოზიციების შეჯერება სურთ, რათა ისინი ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ ხართუმის მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებისას.

მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს იმედი აქვთ რომ სამშვიდობო პროცესი დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.

XS
SM
MD
LG