პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით, დაახლოებით 8 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა კამიკაძე ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქების შედეგად.
ამ ფონზე, პაკისტანელი სამხედროების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ვაზირისტანის რაიონში მომხდარი შეტაკებისას, 4 ჯარისკაცი და 10 ისლამისტი მეამბოხე დაიღუპა.
შეტაკებას ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც თალიბების მომხრე მეამბოხეებმა ჯარის საგუშაგოზე მიიტანეს იერიში.