ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომი


ირაკლი ჩარკვიანი მუსიკის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელით. მაგრამ, ვიდრე ამ სიახლეზე მოგახსენებდეთ გავიხსენოთ ის ეპოქა, როდესაც ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა გერმანიიდან საქართველოში შემოვიდა. მაშინ ირაკლი გერმანიაში მუშაობდა და პირველი ალბომიც იქ ჩაწერა. მისი მუდმივი მსმენელი, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი იხსენებს:

ბასა ჯანიკაშვილი – ირაკლის ალბომი რომ ჩამოვიდა თბილისში, დიდი მოულოდნელობა იყო და ეს ჩემთვის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. თურმე არსებობდა ქართველი, რომელსაც შეეძლო ასეთი პროდუქცია შექმნას. თავდაპირველად მას 10-15 კაცი უსმენდა. შემდეგ, როდესაც პირველი რადიო გაიხსნა, ნელნელა ის პოპულარული გახდა. მაგრამ მაშინ თვლიდნენ რომ ირაკლის მუსიკა არის ალტერნატივე, რადგან ყველაფერი რაც არ ჯდებოდა საბჭოთა და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პოპ სტანდარტებში ითვლეობდა ალტერნატივად. თუმცა მე ვთქვლი რომ ეს არის კლასიკური პოპ კულტურა.

- თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისა და ტექსტების გაგება სრულყოფილად ჯერაც არ მომხდარა. მაგრამ ეს სხვა თემაა. ჩარკვიანის მუსიკის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთი საინტერესო და სასიხარული სიახლე გველის. ისე მოხდა, რომ სტუდია “ქართულ ჩანაწერებში” ირაკლის ერთ დაკარგულ სიმღერას მიაგნეს, აქედან გაჩნდა იდეა გამოეშვათ ახალი ალბომი, სადაც სრულიად უცნობი სიმღერა და ასევე ნაცნობი სიმღერების განსხვავებული ვერსიები გამოქვეყნდება. უფრო ვრცლად, “ქართული ჩანაწერების” წარმომადგენელი, ჩარკვიანის ახალი ალბომის პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი მოგვახსენებს:

გიორგი ასანიშვილი – ამ ალბომის გამოშვებას ბიძგი მისცა სიმღერამ “დამსდევ, როემლიც 6 წლის წინ დაიკარგა და რამდენიმე ხნის წინ ვიპოვნეთ. ძალიან დიდი ხანია ამ სიმღერას ვეძებ, მისი გარდაცვალების შემდეგაც ყველაფერს მივაგენი ამის გარდა. გარდა ამისა არის სხვადასხვა სიმღერების ე.წ. დაწუნებული ვერსიები, დასამთავრებელი ვერსიები, რომელთაც თავიდან ვამუშავებთ და ალბათ იანვარში უკვე გამოვუშვებთ ამ ახალ ალბომს.

- ვიდრე ახალი ალბომი გამოვა, სადაც ერთი სრულიად უცნობი სიმღერა და 9 ნაცნობი, მაგრამ განსხვავებული მუსიკალური ნაწარმოები შევა, სტუდია “ქართული ჩანაწერები” ექსკლუზიურად უფლებას გვაძლევს, ერთ-ერთი სიმღერის პატარა ფრაგმენტი შევთავაზოთ რადიო ამერიკის ხმის მსმენელს და ამ შესანიშნავი სიმღერის ფონზე დავემშვიდობოთ. სიმღერის სახელწოდებაა “შენ აფრენ“ და ამ სიმღერას ჩარკვიანის მსმენელი კარგად იცნობს, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაზე სკანდალური სიმღერა იყო და მის ავკარგიანობაზე იმდორინდელ პარლამენტშიც კი მსჯელობდნენ.

XS
SM
MD
LG