ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ადამიანის უფლებები ირღვევა


არასამთავრობო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH -ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ჩინეთი ადამინათა უფლებების დაცვის აქტივისტებზე და მედიაზე კიდევ უფრო აძლიერებს კონტროლს.

ჩინეთი ასეთ მკაცრ ზომებს 2008 წელს ოლიმპიური თამაშების პეკინში გახსნასთან დაკავშირებით უთანხმოებისა და კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით იღებს.

ოფიციალური პეკინი შიშობს რომ ადამინათა უფლებების დაცვის აქტივისტები და მედია შეეცდება ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გაშუქებას, აცხადებს HUMAN RIGHTS WATCH-ის აზიის წარმომადგენლობის დირექტორი ბრედ ადამსი.

ორგანიზაცია მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხი და მათი აქტივისტების შევიწროებას მოუღოს ბოლო.

XS
SM
MD
LG