ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გაეროს წარმომადგენელთა მისიისთვის  ერთი წლით მანდატის გაგრძელების კანონპროექტი


შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციის ახალი კანონპროექტი წარუდგინეს, რომელიც ერაყში გაეროს როლის გაფართოებას ეხება.

კანონპროექტის თანახმად ერაყში გაეროს წარმომადგენელთა მისიისთვის ერთი წლით მანდატის გაგრძელებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად გაეროს წარმომადგენელთა მისია, რომლის ვადაც ერაყში მომავალ კვირას იწურება, ენერგო და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტი ასევე გაეროს ერაყის კონსტიტუციის ჩამოყალიბებისთვის და ქვეყანაში შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის ითვალისწინებს.

ამჟამინდელმა გაეროს წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში არჩევნების ორგანიზირებასა და ერაყის მთავრობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

XS
SM
MD
LG