ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წლის ბოლოს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაა დანიშნული


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად წლის ბოლოს დაგეგმილი საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ეს განცხადება კონდოლიზა რაისმა პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან დღეს დასავალეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე გააკეთა.

კონდოლიზა რაისმა ასევე განაცხადა რომ მომავალში აუცილებელია კიდევ უფრო გაფართოვდეს დიალოგი პალესტინასა და ისრაელს შორის.

ამავე განცხადებსი თანახმად ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი მზადაა დაიწყოს მოლაპრაკება პალესტინის მთავრობასთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე რომელიც პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ქალბატონმა რაისმა იქვე დასძინა რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს ისრაელისა და პალესტინის ოფიციალურ პირებს ამ წლის ბოლოს დაგეგმილ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაზე ხელი შეუწყონ პალესტინის პრობლემის გადაჭრას.

XS
SM
MD
LG