ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი აფეთქბეა ბაღდადში


ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადის მანსურის რაიონში მდებარე ერთერთი ბენზინგასამართი სადგურის ახლოს დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა როცა კამიკაძე ტერორისტმა საწვავის ავზი ააფეთქა.

აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაშავდა.მანამდე ბაღდადის ცენტრში 17 ადამიანი დაიღუპა და 30ზე მეტი დაიჭრა მანქანის აფეთქების შედეგად.

ამ ფონზე, ერაყის უმსხვილესი სუნიტური პოლიტიკური ბლოკი აცხადებს, რომ დატოვა პრემიერ მინისტრ ალ მალიკის კოალიციური მთავრობა, რამეთუ ერაყის ხელისუფლებამ ვერ შესძლო ბლოკის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სუნიტური ბლოკ “ ერაყის თანხმობის ფრონტის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბლოკის წევრი ექვსი მინისტრი ქვეყნის კაბინეტს დღეს წარუდგენს გადადგომის განცხადებებს.

გასულ კვირას, ბლოკმა ქვეყნის პრემიერ მინისტრს მოთხოვნების სია წარუდგინა, მათ შორის შიიტ მოთარეშეებთან ბრძოლის სტრატეგია , და რეიდებისა და დაპატიმრების პროცესის რეფორმირება.

XS
SM
MD
LG