ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზპრომი ბელორუსს ბუნებრივი აირის მიწოდების 45 პროცენტით შემცირებით ემუქრება


გაზპრომის განცხადების თანახმად ბუნებრივი აირის მიწოდება ზეგ შემცირდება, რადგანაც მინსკი დავალიანებას არ ფარავს.

ამჟამად ბელორუსს რუსეთისადმი ხუთასი მილიონი დოლარის ოდენობის დავალიანება აქვს ბუნებრივის აირისათვის.

მიუხედავად ამისა გაზპრომი აცხადებს რომ იგი ყველა ღონეს იხმარს რათა ბელორუსის გავლით ევროპას არ შეუწყდეს ბუნებრივი გაზის მიწოდება.

ბელორუსი ამჟამად ცდილობს მოსკოვისაგან ისესხოს ფული რათა დაფაროს დავალიანება და სტაბილიზება მოუხდინოს საკუთარ ეკონომიკას. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკება წარუმატებლად ვითარდება.

რუსეთი ბუნებრივი აირის 20 პროცენტს დასავლეთ ევროპას ბელორუსის გავლით აწვდის . დანარჩენი 80 პროცენტი დასავლეთ ევროპას უკრაინაზე გამავალი ენერგომატარებლებით მიეწოდება.

XS
SM
MD
LG