ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი ერაყში საელჩოს გახსნას აპირებს


ჯედაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის მინიტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდ ალ ფაიზალმა განაცხადა რომ საუდის არაბეთი ერაყის ახალი მთავრობისადმი მხარდაჭერის ნიშნად ამჟამად იხილავს ბაღდადში საელჩოს გახსნის საკითხს.

აშშ-ის სახლემწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მიესალმა ამ გადწყვეტილებას და წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა მას.

ალ ფაიზალმა იქვე აღნიშნა რომ საუდის არაბეთი მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას აპირებს ერაყთან უშიშროებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. საუდ ალ ფაიზალმა გაოცება გამოხატა საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკის გამო რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის დესპანის ზალმაი ხალილზადის მხრივ გაისმა. ხალილზადმა განაცხადა რომ საუდის არაბეთი ძირს უთხრის ერაყის სტაბილობას იმით რომ აღარ უჭერს მხარს პრემიერ მინისტრს ნური ალ მალიკის მთავრობას რომელშიც საკვანძო მნიშვნელობის თანამდებობები შიიტებს უჭირავთ.

XS
SM
MD
LG