ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა კიდევ ერთი კორეელი მძევალი გამოასალმეს სიცოცხლეს


თალიბებმა ხვალ დილამდე ახალი ვადა დაუთქვეს ავღანეთის ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დასაკამყოფილებლად 21 კორეელი მძევლის განთავისუფლების სანაცვლოდ. გუშინ თალიბებმა კიდევ ერთი კორეელი მძევალი 29 წლის შიმ სუნგ მინი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ხელისუფლების წარმომდგენლებმა კიდევ ერთი კორეელი მსხვერპლის ცხედარი ღაზნის პროვინციაში აღმოაჩინეს. მანამდე თალიბთა წარმომდგენელმა ქარი იუსუფ აჰმადიმ განაცხადა რომ კორეელი მძევალი ღაზნის პროვინციის ყარაბაღის რაიონში დასაჯეს სიკვდილით.

მოთარეშეები გააგრძელებენ მძევლების დახოცვას, თუ ავღანეთის ხელისუფლება თალიბ ტუსაღებს არ გაანთავისუფლებს ციხიდან.

XS
SM
MD
LG