ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორშაბათს მერილენდის შტატში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის გორდონ ბრაუნს შორის  ერთობლივი პრეს-კონფერენცია შედგა


ლიდერები ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კარგად ესმის რომ ერაყში წარუმატებლობას კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია შეერთებულ შტატებისა და ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ბატონი ბრაუნის განცხადების თანახმად 5500 ბრიტანელი ჯარისკაცი ერაყში რჩება. გორდონ ბრაუნმა იქვე დასძინა რომ შერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს სურს ერაყში შექმნან პირობები სადაც თავად ერაყელებს შეეძლებათ სიტუაციის გაკონტროლება.

ლიდერებმა ასევე განიხილეს მსოფლიო ვაჭრობის, ტერორიზმის, დარფურის კონფლიქტისა და ირანის ბირთვული ამბიციის საკითხები.

XS
SM
MD
LG