ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები და არაბული ქვეყნები უშიშროების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ეგვიპტის საკურორტო ქალაქში შარმ ელ შეიხში ამერიკის მოკავშირე არაბული ქვეყნების ლიდერებთან უშიშროების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

დღეს შედგა შეხვედრა ეგვიპტის, იორდანიისა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების კორპორაციის საბჭოს ოფიციალურ პირებთან.

შეხვედრისას განიხილეს ამერიკასა და მის მოკავშირე არაბულ სახლემწიფოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმა და ერაყის მოწესრიგების საკითხები.

ამერიკის ოფიცილური პირების ეგვიპტეში გამგზავრებამდე ბუშის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება არაბული ქვეყნებისთვის და ისრაელისთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.

კონდოლიზა რაისის განცხადების თანახმად მსგავსი გეგმა რეგიონში დადებით შედეგებს მოიტანს. მან დაჰგმო ირანის ბრალდება თითქოს ვაშინგტონის ეს ნაბიჯი რეგიონში დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენს.

ქალბატონი რაისი რეგიონში დესტაბილიზაციის მიზეზად სწორედ ირანს ასახელებს, რომელიც პალესტინელ და ლიბანელ რადიკალებსა და ერაყში მეამბოხეებს უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG