ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს 89 წლის ასაკში გამოჩენილი შვედი კინორეჟისორი ინგმარ ბერგმანი გარდაიცვალა


როგორც შვედეთის მედიას მისმა ქალიშვილმა ევამ განუცხადა ინგმარ ბერგმანი ბალტიის ზღვის კუნძულ ფაროზე გარდაიცვალა, სადაც მან თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა.

ინგმარ ბერგმანი 50-ზე მეტი ფილმის ავტორია და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კინორეჟისორად ითვლება. მას არა ერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კინოფესტივალებზე, მათ შორის ოსკარიც, საყოველთაოდ ცნობილი კინოსურათისთვის “ფანი და ალექსანდერი”.

XS
SM
MD
LG