ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში, ფეხბურთში აზიის თასის ჩემპიონატთან დაკავშირებით თავდასხმებმა დროებით იკლო


თუმცა ერაყის პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დღეს ბაღდადში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი.

ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ალ ტაირანის ბაღში, სატრანსპორტო ცენტრში აფეთქებისას დაიჭრა სულ მცირე 12 ადამიანი.

აფეთქებას ადგილი ჰქონდა კვირას ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით შემოღებული ავტომობილთა მოძრაობის აკრძალვის ვადის გასვლიდან ერთ საათში.

ჯაკარტაში ფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ ერაყი და საუდის არაბეთი, რაც ერაყის გამარჯვებით დასრულდა. ათიათასობით ერაყელმა ქუჩაში გამოსვლით აღნიშნა გამარჯვება. გასულ კვირას ბაღდადში განხორციელებული აფეთქებისას 50 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG