ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული მხარე გაეროს ხელახალ გამოძიებას ითხოვს


რუსეთის განცხადებით, მოსკოვი გაეროს ფაქტების დამდგენ ჯგუფთან სრულად თანამშრომლობდა მარტში კოდორის ხეობაში მომხდარი სარაკეტო თავდასხმის გამოძიების მიზნით. საქართველო, როგორც ცნობილია, რუსეთს ბრალს სდებს თავდასხმის განხორციელებაში. ამ ბრალდებას მოსკოვი უარყოფს. როიტერის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის სპიკერმა განაცხადა, რომ მოსკოვმა გაერო უზრუნველყო ყველა იმ მასალით, რაც გამოძიებისთვის იყო საჭირო. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ირაკლი ალასანიამ რუსეთი დაადანაშაულა გაეროს მოთხოვნების უგულვებელყოფაში. რუსული იტარ ტასის სააგენტო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის ზაკანბეი ნანბას უხდენს ციტირებას, რომელიც აცხადებს, რომ მოსკოვს არასოდეს დაუბლოკავს გაეროს გამოძიება.
XS
SM
MD
LG