დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია პრემიერ მინისტრის რანგში. იგი დღეს საღამოს ვაშინგტონთან მდებარე კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ჩაფრინდება და ამერიკის პრეზიდენტს შეხვდება. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრსა და აშშ პრეზიდენტს შორის არსებული ახლო ურთიერთობები შეიცვლება ახალი პრემიერ მინისტრის პირობებში. თუმცა გორდონ ბრაუნის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის კავშირის მნიშვნელობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დღეს, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრისას კი სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული, მათ შორის ბრიტანეთის მონაწილეობა ერაყში დისლოცირებული კოალიციის ოპერაციებში. გორდონ ბრაუნი არაერთხელ დაუპირისპირდა ერაყიდან ბრიტანული ძალების გაყვანის მოთხოვნებს. ოფიციალური ლონდონი კვლავ აცხადებს, რომ აქ ცვლილება არ არის.
პოპულარული
1