ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრის წინ მინისტრები იკრიბებიან


სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეკრების წინა დღეს წარმოდგენილი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წესდების პროექტზე ვერ შეთანხმდნენ. ასოციაციის წესდება, სავარაუდოდ, ევროკავშირის მარეგულირებელი წესდების მსგავსი იქნება. ასოციაციის შეხვედრის გახსნა ხვალ მანილაში შედგება. დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრები ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის მარეგულირებელ დოკუმენტზე, ამას გარდა ასოციაციის წესდების იმ პუნქტებზე მუშაობენ, რომლებიც კენჭისყრის პროცედურებს და შიდა წესების დამრღვევთა დასჯას ეხება. შესწორებების შეტანის შემდეგ, წესდებას ნოემბერში ლიდერთა შეხვედრაზე დაამტკიცებენ, წლის ბოლოსთვის კი წევრი სახელმწიფოები მოუხდენენ რატიფიცირებას.
XS
SM
MD
LG