ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციის ძალებმა ქარბალაშI 17 შიიტი მეამბოხე მოჰკლეს


ამერიკელი სამხედროების განცხადებით კოალიციურმა ძალებმა ქარბალაში 17 შიიტი მეომარი მოკლეს. ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო როდესაც ამერიკელებმა და ერაყის სამთავრობო ძალებმა შიიტთა რადიკალი ლიდერის მოქტადა ალ სადრის მომხრე მაჰდის არმიის მეთაური დააპატიმრეს. 5 მოთარეშე ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, 12 მათგანი კი ამერიკელთა ავიადარტმის შედეგად გაანადგურეს. დღესვე დიუალას პროვინციაში ცოალიციურმა ზალებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პიროვნება დააკავეს, რომლებსაც ირანიდან ერაყში იარაღი შემოჰქონდათ. ამერიკელებმა მაჰდის არმიის კიდევ ერთი ლიდერი ბაღდადის ბაუას რაიონში დაატყვევეს.
XS
SM
MD
LG