ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა


სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო სფეროში მოლაპარაკებები ჩავარდა ყვითელი ზღვის ირგვლივ არსებული გაუგებრობის გამო. დღეს, მოლაპარაკებების ბოლო დღეს, რომელიც სოფელ პანმუნჯომში მიმდინარეობდა, ჩრდილოელ კორეელმა გენერალ ლეიტენანტმა კიმ იონგ ჩოლმა განაცხადა, რომ ფხენიანს არ სჭირდება ეს უსარგებლო მოლაპარაკებები. კიმმა სამხრეთ კორეა გააკრიტიკა ზღვის უკანონო საზღვრის გამო მოლაპარაკებებისთვის თავის არიდებისთვის. შეგახსენებთ, რომ ზღვის ჩრდილოეთის საზღვარი გაერომ 1950-53 წლების კორეის ომის დასრულების შემდეგ დააწესა. ჩრდილოეთ კორეა უარს აცხადებს მის აღიარებაზე, სეული კი უარყოფს ფხენიანის მოთხოვნებს საზღვრის შეცვლასთან დაკავშირებით. სამხრეთ კორეის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.
XS
SM
MD
LG