ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ავღანეთში მძევლების განთავისუფლებას ითხოვს


სამხრეთ კორეის წარმომადგენელი ავღანეთში ჩადის რათა 22 მძევლის გათავისუფლება შეათანხმოს. უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველი ავღანეთში დღეს ჩაფრინდა. პრეზიდენტმა ნო მუ ჰიენმა უკვე დაჰგმო ერთერთი მძევლის მკვლელობა და თალიბ მეამბოხეებს დანარჩენების განთავისუფლებისკენ მოუწოდა. ავღანეთში კი, თალიბების თვითგამოცხადებულმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს ტელეფონით განუცხდა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია მოლაპარაკებების გამართვა მძევლების ბედის შესახებ. მან დაადასტურა, რომ 22-ივე ცოცხალია. ერთერთი მძევალი კი რომელიც გუშინ მოჰკლეს ქრისტიანული ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. მისი გვამი ღაზნის პროვინციაში აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG