ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი დარფურის კრიზისის შესახებ


აშშ მხარს უჭერს სუდანის დარუფრის რეგიონში ძალადობის აღმოფხვრას. ბოლო 4 წლის მანძილზე, იქ მთავრობის მიერ წაქეზებული თავდასხმების შედეგად 200, 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.7 მილიონი კი იძულებული იყო სუდანსა და ჩადში მდებარე ბანაკებში შეეფარებინა თავი, სადაც ეს ხალხი დაავადებისა და შიმშილის შედეგად იღუპება. 2005 წლის შემდეგ, აშშ-მ დარფურის დასახმარებლად 2 მილიარდ დოლარზე მეტი უზრუნველყო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკამ დაიწყო სანქციების გამკაცრება სუდანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, რომელიც დარფურის მოსახლეობის გენოციდს აგრძელებს. ხართუმის მთავრობის მხარდაჭერით ჯანჯავედის შეიარაღებული მოთარეშეები მოსახლეობას ატერორებენ. პარიზში დარფურის კრიზისისადმი მიძღვილი კონფერენციის გახსნის წინა დღეს, აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა სუდანში კონფლიქტის დასრულებისკენ იღვაწონ. მისი განცხადებით, მსოფლიო თანამეგობრობამ აუცილებელის გაკეთება ვერ შესძლო: “ჩვენ გაეროს მხარდაჭერა უნდა ვუზრუნველყოთ, რათა იგი კონფლიქტის მოგვარებაში ჩავაბათ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ აფრიკის კავშირის იმ ძალებს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან. საქმე ბევრია, მე კი ვიტყვი იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას იქ ჯერჯერობით ეფექტურად არ შეუსრულებია თავისი მოვალეობები.” ამ ფონზე, აღსანიშნავია, რომ მთავარი დამნაშავე ამ კონფლიქტში სუდანის მთავრობაა. ამეირკას მიაჩნია, რომ ოფიციალურმა ხართუმმა თავისი აღთქმული მოვალეობები უნდა შეასრულოს და დარფურში გაეროს ძალები დაუშვას, რათა შეავსოს აფრიკის კავშირის 7000იანი კონტიგენტი. ქალბატონმა რაისმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს სუდანის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებებს, მანამ სანამ იგი მთელი პასუხისმგებლობით არ იმოქმედებს. “ჩვენ ვეღარ დავუშვებთ დარფურში პირობების შეუსრულებლობას. ამიტომაც ამერიკა იმოქმედებს ისე, რომ სუდანში არსებულ სიტუაციას შედეგები მოჰყვეს თუ მთავრობა არ შეასრულებს დანაპირებს.” აშშ პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, “დარფურში ბოროტების მოწმე ხდება მსოფლიო თანამეგობრობა. ამიტომაც, შეერთებული შტატები არ აპირებს უკან დახევას.”
XS
SM
MD
LG