ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბ მოთარეშეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მძევლად აყვანილი 23 სამხრეთ კორეელიდან, ერთერთი გამტაცებლებმა მოჰკლეს


ავღანეთში თალიბ მოთარეშეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მძევლად აყვანილი 23 სამხრეთ კორეელიდან, ერთერთი გამტაცებლებმა მოჰკლეს. სამხრეთ კორეის ხელისუფლება ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. 23 მ მძევალს შორის 5 მამაკაცი და 18 ქალი იყო. გამტაცებლები დანარჩენის მოკვლითაც იმუქრებიან, თუ ავღანეთის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მოთარეშეების განცხადებით, მოლაპარაკებები წარუმატებლად დამთავრდა ტომთა ლიდერებთან, რომლებიც ავღანელ და სამხრეთ კორეელ ოფიციალურ პირებს წარმოადგენდნენ. უხუცესთა ძალისხმევას ართულებს მეამბოხეთა ცვალებადი მოთხოვნები--თალიბი ტყვეების განთავისუფლება ფულზე, და სამხრეთ კორეის ჯარების ავღანეთიდან გაყვანა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თალიბებმა ზოგიერთი მძევალი გაანთავისუფლეს. თუმცა ამ ცნობას ვერ ადასტურებს ვერც სამხრეთ კორეა და ვერც ავღანეთის ხელისუფლება.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის პარლამენტს განუცხადა, რომ მძევლების უსაფრთხო განთავისუფლება არ ნიშნავს მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სეული მძევლებს მედიკამენტებს გაუგზავნის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ცნობების თანახმად, ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას ინარჩუნებენ.

XS
SM
MD
LG