ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები კონსენსუსის მიღწევას ცდილობენ


სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მეორე დღეა, რაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები კონსენსუსის მიღწევას ცდილობენ დასავლეთის ზღვის საზღვართან დაკავშირებით. სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე გაუგებრობა არსებობს, რაც ართულებს შეთანხმების მიღწევას. გუშის, შეხვედრის დასრულებისას, არანაირი პროგრესი არ აღნიშნებოდა საზღვსი უსაფრთხოებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტებში.

წელს, ამგვარი სამხედრო მოლაპარაკებების უკვე მეორე რაუნდი იმართება. მაისის შეხვედრისას, ოფიციალური მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასავლეთით, ყვითელ ზღვაში შექმნილიყო ერთობლივი თევზსაჭერი მონაკვეთი ამ წყლებში. ჩრდილოეთ კორეა არ ცნობს ამ საზღვარს, რომელიც გაერომ 1950- 1953-წლებში კორეის ომის ბოლოს შექმნა.

XS
SM
MD
LG