ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში იმყოფებიან


იორდანიისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში იმყოფებიან არაბული სახელმწიფოების მიწა მშვიდობის სანაცვლოდ გეგმის წარსადგენად. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰჯმედ აბულ ღეიტი და იორდანიელი მინისტრი აბდელ ილა ალ ხატიბი ისრაელში დღეს ჩავიდნენ. ეს არის არაბული ლიგის 22 ქვეყნის წარმომადგენელთა პირველი დელეგაცია ისრაელში.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის ოფიციალურ პირებს შეხვდება და სამშვიდობო გეგმის დეტალებს განიხილავს. ეს გეგმა ისრაელს სცნობს 1967 წელს დაპყრობილი მიწის დაბრუნების სანაცვლოდ. მინისტრმა ღეითმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ არაბულ ლიგას ისრაელის დადებით პასუხს გადასცემს.

ისრაელის ხელისუფლება ამ ფონზე აცხადებს, რომ გარკვეული შესწორებების შეტანის შემდეგ, გეგმა მოლაპარაკებების საფუძველი შეიძლება გახდეს. გუშინ, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ახალმა საერთაშორისო ელჩმა ტონი ბლერმა ორ დღიანი ვიზიტი დაასრულა იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, განაცხადა, რა, რომ იქ მშვიდობის დამყარების შანსი არსებობს.

XS
SM
MD
LG