ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში ამერიკის ახალ სტრატეგიაზე ერაყში


ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი სტრატეგია ერაყში ექსტრემისტებზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერებას ითვალისწინებს ბაღდადსა და მის შემოგარენში მათი საბოლოო ამოძირკვის მიზნით:” ჩვენი მიზანია ერაყელთა დახმარება საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

ამის გამო ბაღდადსა და მის შემოგარენში ექსტრემისტების წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადავედით, რაც ერაყის ძალებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და ქვეყანას ნორმალური ცხოვრების კალაპოტში ჩააყენებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერაყის უშიშროების ძალების გაზრდისა და გაძლირებისათვის, რათა მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა შესძლონ.” განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა. ახლა ერაყელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლა. ანბარის პროვინციაში სუნიტების ზოგიერთი ტომი რომლბიც ადრე ალ-ყაიდას მხარდამხარ იბრძოდა კოალიციური ძალების მხარეზე გადმოვიდა. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით კოალიციური ძალები კიდევ უფრო განავითარებენ ანბარის პროვინციაში მიღწეულ წარმატებას.

მოკავშირეთა მიზანი ერაყის დღევანდელი ხელისუფლების გაძლიერებაა, ისე რომ მათ ნებისმიერ სიტუაციაში შესძლონ ქვეყნის მართვა. ამისთვის ერაყის პოლიტიკურმა ლიდერებმა ეროვნული შერიგების პროცესს უნდა შეუწყონ ხელი. პრეზიდენტ ბუშის თქმით:” ჩვენ აუცილებლად უნდაც გავიმარჯვოთ ერაყში. უნდა დავამარცხოთ ალ-ყაიდა და მისი მოკავშირე ექსტრემისტები. ხელი უნდა შევუწყოთ ერაყის ხელისუფლების გაძლიერებას, რათა მან საკუთარი მოსახლეობის დაცვა შესძლოს. ჩვენ მხარში უნდა ამუვუდგეთ ერაყელებს ექსტრემისტების დარადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში.”

ერაყის მთავრობის კონსოლიდაციის და ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ამერიკელი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდებიან შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს კი არანაირი საფრთხე არ დაემუქრებათ ერაყსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

XS
SM
MD
LG