ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი ბლერი ახლო აღმოსავლეთში


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა სპეციალური წარმომადგენელის სტატუსით თავისი პირველი დიპლომატიური ტურნე დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იორდანიაში ჩასვლით. ამანში ის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდელ ილაჰ ხატიბს ელაპარაკა.

აქედან ტონი ბლერი ისრაელში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებას. ხვალ ბატონი ბლერი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს შეხვდება, შემდეგ კი რამალაში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს მოინახულებს.

XS
SM
MD
LG