ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში  17 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.


ბაღდადში ავტომობილებში დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. სამი აფეთქება ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა ბაღდადის შიიტურ კარადას რაიონში. ამ ტერაქტებს სულ ცოტა 3 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. მეოთხე აფეთქება ერაყის დედაქალაქის ცენტრში მოხდა. ეს აფეთქებები ამერიკის და ირანის ელჩების ოფიციალური შეხვედრის წინ განხორციელდა, რომელიც ხვალ ერაყის დედაქალაქში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG