ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში ერდოგანის ისლამისტურმა მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა


თურქეთის პრემიერ-მინისტრის რესეფ ტაიპ ერდოგანის განცხადებით ის დაიცავს თანემედროვე თურქეთის სეკულარისტულ ტრადიციებს და გააგრძელებს ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკას. თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში ერდოგანის ისლამისტურმა მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით. თურქეთის პარლამენტის 550 სადეპუტატო მანდატიდან ისლამისტებმა სულ ცოტა 340 მოიპოვეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რესეფ ტაიპ ერდოგანის განცხადებით სამართლიანობისა და განვითარების პარტია დაიცავს ეროვნულ ერთიანობას, გააგრძელებს რეფორმების კურსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით და დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ტერორიზმს.

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში ელექტორატის 80%-მა მიიღო მონაწილეობა. სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 47% მოაგროვა. ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ პარლამენტში 112 ადგილი მოიპოვა, მესამე ადგილზე გასულმა ნაციონალისტებმა კი 70. დანარჩენ 27 ადგილს თურქეთის პარლამენტში დამოუკიდებელი კანდიდატები, ძირითადად ქურთების წარმომადგენლები დაიკავებენ.

XS
SM
MD
LG