ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის შიიტურ ბალადიატის რაიონში მოთარეშეებმა მიკროავტობუსი ააფეთქეს


ერაყის პოლიციის განცხადებით, დღეს, ბაღდადის შიიტურ ბალადიატის რაიონში მოთარეშეებმა მიკროავტობუსი ააფეთქეს. დაიღუპა 5 ადამიანი.

ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებისას 11 ადამიანი დაიჭრა.

ამ ფონზე, ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაადასტურეს რომ ირანის სასაზღვრო რაიონში ჩატარებული ოპერაციისას მათ 5 მეამბოხე მოჰკლეს, 46 კი დააკავეს.

კოალიციის წარმომადგენლის განცხადებით, დღეს ჭრილობებისგან ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, რომელიც გუშინ დიალას პროვინციაში განხორციელებული ოპერაციისას დაიჭრა.

დღეს კოალიციის ძალების მიერ ქალაქ ჰუსეინიაში განხორციელებული საჰაერო რეიდისას 6 მოთარეშე დაიღუპა. 5 დაიჭრა.

ამას გარდა, კოალიციის ძალებმა დღეს, ცენტრალურ და დასავლეთ ერაყში 14 ეჭვმიტანილი ტერორისტი დააკავეს.

რეიდები, რომლებიც ერაყის ალ ყაიდას ქსელის განადგურებას ისახვდა, მიზნად თაჯში, ფალუჯასა და ბალადში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG