ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ვახა ვეძიზოვი მოჰკლეს


დღეს, ინგუშეთში, ვინაობადაუდგენელმა პირებმა რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ვახა ვეძიზოვი მოჰკლეს. ვეძიზოვი გზად საავადმყოფოსკენ გარდაიცვალა.

დღეს უფრო ადრე, ირკუტსკში თავდამსხმელებმა, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, დემონსტრაცია დაარბიეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა რამდენიმე სხვა.

თავდასხმას დილით ადრე ბირთვული ობიექტის შორიახლოს ჰქონდა ადგილი. დემონსტრანტები ბირთვული ნარჩენების გადამუშავების გეგმას აპროტესტებდნენ.

ხელისუფლების განცხადებით, უკვე ამოიცნეს 13 თავდამსხმელი. დაკავებულია 2.

XS
SM
MD
LG