ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ბედნიერი ქორწინებისთვის შვილის ყოლა მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს


ამერიკელებს მიაჩნიათ რომ დღესდღეობით ბედნიერი ქორწინებისთვის შვილი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს.

20 წლის წინ დაქორწინებულ ამერიკელთა უმეტესობა შვილებს ბედნიერი ქორწინების საწინდრად თვლიდა.

თუმცა დღეს ამერიკელთა მსოფლმხედველობა შეიცვალა. შეერთებულ შტატებში კვლევითი ცენტრის ფიუს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა უმეტესობა თვლის რომ ბედნიერი ქორწინებისთვის ერთგულება და ოჯახური საქმიანობის განაწილებაა მნიშვნელოვანი.

უნდა გქონდეს მეუღლისადმი ნდობა, იყო ერთგული, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ცდ. აცხადებენ ენდი და თრუდი როსები.

გამოკითხულთა 99 პროცენტი ეთანხმება ამ წყვილს. ერთგულების შემდეგ თრუდი როსი თვლის რომ კარგი დამოკიდებულება, გათანაბრებული ხელფასი, ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ოჯახური საქმიანობის განაწილებაა მნიშვნელოვანი.

მე და ჩემი მეუღლის ქორწინება კინაღამ შეეწირა სწორედ ოჯახური მოვალეობების აარათანაბრად განაწილებას. ცდ

თუ წარსულში ბედნიერი ქორწინებისთვის შვილების ყოლა ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენდა, იგი დღეს მე-8-ე ადგილზეა , თუმცა გამოკითხულთა 41 პროცენტი თვლის სხვა ფაქტორებთან ერთად შვილებიც აუცილებელია იღბლიანი ქორწინებისთვის.

ძალიან ბედნიერი ვარ რომ შვილები გვყავს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობისთვის ასევე ერთგულება და ოჯახური თანასწორუფლებიანობაც აუცილებელია.

ცდ

ამბობს თრუდი როსი.

ფსიქოლოგი დეილ ატკინსი თვლის რომ წარსულთან შედარებით ამერიკელთა აზრი ბედნიერ ქორწინებაზე რადიკალურად შეიცავალა.

ურთიერთობა შვილებთან ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, მაგრამ ოჯახური იდილიისთვის ამერიკელები კარგ ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. ცდ

ქალბატონ ატკინსს სრულიად არ უკვირს რომ ეს ცოლ-ქმრისთვის ოჯახური საქმიანობის განაწილება აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

როდესაც ოჯახში ცოლ-ქმარი მუშაობს, სრტრესიც მეტია, ამ ყველაფერს ბავშვების აღზრდაც ემატება. ამიტომ უფრო იოლდება ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის როდესაც ოჯახურ საქმიანობაში ორივე იღებს მონაწილეობას და ერთმანეთის იმედი აქვთ.ცდ

თუმცა ფსიქოთერაპევტი ქით აჰბლოუ თვლის რომ გამოკითხვა სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამერიკელებს შვილების ყოლა არ სურთ, პირიქით ცოლ-ქმარს შორის კარგი დამოკიდებულება ოჯახში ბედნიერებისა და ბავშვის ჯანსაღ პირობებში აღზრდის საწინდარია.

ამერიკელთა ოჯახის მიმართ ეს მიდგომა შვილების ბედნიერ ატმოსფეროში აღზრდას ემსახურება. ცდ

ფსიქოლოგები თვლიან რომ ამერიკელ წყვილთა მისწრაფება გამოასწორონ ცოლ-ქმრული ურთიერთობა, აღადგინონ ერთმანეთის რწმენა და ერთგულება, გაინაწილონ ოჯახური საქმიანობა, ერთად გადაწყვიტონ პრობლემები მომავალი თაობისთვის ბედნიერი ოჯახური პირობების მომასწავებელია. ამერიკელები თვლიან რომ შვილი აუცილებელია თუ ოჯახში ბავშვისთვის შესაფერისი პირობების შექმნა შეგიძლია.

ქალბატონი ატკინსი თვლის რომ როდესაც ცოლქმარს კარგი დამოკიდებულება და ერთმანეთთან ნდობით აღჭურვილი ურთიერეთობა ააქვთ, დიდი შანსია რომ ისინი კარგი მშობლებიც აღმოჩნდენენ.

ჯანსაღ ოჯახში კი ჯანსაღი თაობა იზრდება.

XS
SM
MD
LG