ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყარაბახში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა


ყარაბახში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც უშიშროების ყოფილმა უფროსმა ბაქო სააკიანმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 85% დააგროვა და დიდი უპირატესობით მოუგო თავის უახლოეს მეტოქეს მასის მაილიანს.

აზერბაიჯანი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას. როგორც ცნობილია ყარაბახმა 1988 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც ექვს წლიანი ომი მოჰყვა. ამ ომმა 35 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სერბეთის პროვინცია კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შემთხვევაში გარკვეული პრეცენდენტი შეიქმნება, რომელიც ყარაბაღის სტატუსის გასაზღვრას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG