ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში კატასტროფის ადგილიდან 170 ცხედრის მოტანა შესძლეს


ბრაზილიაში გრძელდება სამაშველო სამუშაოები სამშაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ცხედრების მოსაძებმად. სან პაულუში მომხდარი ამ საზარელი კატასტროფის შემდეგ, ბევრი მთავრობას ბრალს სდებს აეროპორტში უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით.

ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა 170 ცხედრის მოტანა შესძლეს კატასტროფის ადგილიდან. აღმოჩენილია შავი ყუთიც. როგორც ცნობილია დაიღუპა თვითმფრინავის 186-ივე მგზავრი და აკიპაჟის წევრები. ასევე დაიღუპა სამი ადამიანი, რომელბიც იმყოფებოდნენ შემობაში, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა. 5 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 11 კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

თვითმფრინავი, რომელიც ბრაზილიის თამ ავიახაზებს ეკუთვნოდა, საფრენი ბილიკიდან ასხლტა და ბენზინგასამართ სადგურსა და ავიახაზების ტერმინალს შეეჯახა. ავიაციის ექსპერტებმა უკვე გააკრიტიკეს აეროპრტში არსებული მდგომარეობა, რომელიც ადგილის სიმწირის გამო ვერ იტევს დიდი ზომის თვითმფრინავებს.

XS
SM
MD
LG