ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული განიარაღების საკითხში მოლაპარაკებებში მონაწილე ექვსივე მხარემ კონსენსუსს მიაღწია


ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში მივლენილი ამერიკის წარმომადგენელი ქრისტოფერ ჰილი აცხადებს, რომ ჩინეთი სავარაუდოდ წამოაყენებს განრიგს ფხენიანის ბირთვული განიარაღების ვადების შესახებ.

აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ქრისტოფერ ჰილმა ჟურნალისტებს დღეს პეკინში უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული განიარაღების საკითხში მოლაპარაკებებში მონაწილე ექვსივე მხარემ კონსენსუსს მიაღწია. მისი განცხადებით, ამეირკა ოპტიმისტურად არის განწყობილი იმასთან დაკავშირებით< რომ ფხენიანმა მოდევნო ეტაპი შესაძლოა მომავალ წელს გაიაროს.

გაეროს ინსპექტორებმა მიმდინარე კვირას დაადასტურეს რომ ჩრდილოეთ კორეამ მართლაც შეაჩერა იონგბიონის ბირთვული რეაქტორის სამუშაოები. ასეთი იყო ფხენიანის მიერ თებერვალში მიღწეული შეთანხმება, რის სანაცვლოდაც იგი საწვავსა და დიპლომატიურ დახმარებას მიიღებს.

XS
SM
MD
LG