ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლოში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის დაკითხვა მიმდინარეობს


დაკითხვა მისი პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნისას ატეხილ ფინანსურ სკანდალთან არის დაკავშირებული. მოსამართლე ყოფილ პრეზიდენტს როგორც მოწმეს ისე დაკითხავს.

გამოძიება 18 წლის წინ, 1977 წელს შირაკის პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნისას მისი კონსერვატორული პარტიის მიერ ყალბი სამსახურების შექმნას ეხება. კერძოდ პარტია “გაერთიანება საფრანგეთისთვის” წევრები პარიზის მთავრობის სახელფასო სიტემის ქვეშ იმყოფებოდნენ.

2004 წელს საფრანგეთის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრემიერ მინსიტრს და შირაკის მოკავშირეს ალენ ჟუპს 14 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ასევე აეკრძალა ერთი წელი პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება.

XS
SM
MD
LG