ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულმა აფეთქებებმა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


ხელისუფლების ინფორმაციით, 25 ადამიანი დაიღუპა როცა კამიკაძემ მანქანა ააფეთქა პოლიციის მიერ დაცულ ჩინური სამოქალაქო ავტოკოლონის შორიახლოს. აფეთქების შედეგად დაიღუპნენ პაკისტანელი პოლიციელები და სამოქალაქო პირები. არავინ დაშავებულა ჩინელებს შორის.

პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში კი ექვსი პოლიციელი და კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, როცა კამიკაძემ ქალაქ ჰანგუში მანქანა პოლიციის აკადემიის შენობას შეაჯახა.

ინფორმაციის სახელმწიფო მინისტრმა ტარიქ აზიმმა განაცხადა, რომ პაკისტანის პრეზიდენტს არანაირი გეგმა არ აქვს უკან დაიხიოს:

“ მისი გადაწყვეტილება მტკიცეა. კამიკაძე ტერორისტების თავდასხმები მას ვერ შეაჩერებს. იგი ტერორისტებს ისევე დაუპირისპირდება, როგორც აქამდე. “ ციტატის დასასრული.

პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ექსტრემისტებს უპირისპირდება, მათ ვინც თავდასხმები გაახშირეს წითელ მეჩეთზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

XS
SM
MD
LG