ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დაპირისპირება მოთარეშეებთან გრძელდება


დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა და ას ორმოცდაათზე მეტი დაიჭრა პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რეგიონში ორ დღიანი ძალადობისას. თალიბების მომხრე კამიკაძე ტერორისტებმა პოლიციის ახალწვეულთა ცენტრსა და სამხედრო ავტოკოლონაზე მიიტანეს იერიში. თავდასხმები მოჰყვა ისლამაბადში მდებარე ლალ მასჯდის, სხვანაირად კი წითელი მეჩეთის 8 დღიან ალყას. იქ ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა პაკისტანის უსაფრთხოების ძალებსა და ექსტრემისტებს შორის მომხდარ შეტაკებებში. ექსტრემისტებს მეჩეთის რადიკალური მიმართულების ლიდერი, აბდულ რაშიდ ღანჯი ხელმძღვანელობდა. პაკისტანის პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა გამოსვლისას კითხვის ქვეშ დააყენა ამ ხალხის მიერ ისლამის ინტერპრეტირება. ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტერორი და ექსტრემიზმი პაკისტანში არ დასრულებულა, არამედ სწორედ ქვეყნისა და ხალხის გადაწყვეტილებით ისინი უნდა განადგურდნენ. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰადლიმ განაცხადა, რომ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, თალიბთა მოზღვავებამ, მათმა გეგმებმა და ტრეინინგმა არ გაამართლა. მან ასევე აღნიშნა, რომ პაკისტანის პრეზიდენტმა კარგად გასცა პასუხი ამ ახალი საფრთხის აღმოცენებას, როცა მან მეტი ჯარები გადაისროლა ამ რეგიონში. ჰადლიმ აქვე დასძინა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ძალისხმევას სიტუაციაზე კონტროლის დამყარების მიზნით. აშშ სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა კომენტარი გააკეთა 2006 წლის სექტემბერში პაკისტანის მთავრობასა და თემთა ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ. “პრეზიდენტმა მუშარაფმა და მისმა მთავრობამ შეთანხმებას მიაღწიეს თემთა ლიდერებთან. მათივე რწმენით, ეს შეთანხმება ისე არ დამთავრდა, როგორც მთავრობის წევრები იმედოვნებდნენ. ჩვენც ვეთანხმებით ამ შეფასებას და ასევე ვმუშაობთ პაკისტანის ხელისუფლებასთან ერთად ამ შეთანხმების შესწორების მიზნით ბატონი მაკორმაკი ასევე ამბობს, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი პაკისტანის თემთა რეგიონებში. აქტ 2 “ეს ნამდვილად არ არის ის რეგიონი, რომელიც კარგად უკავშირდება პაკისტანის დანარჩენ რეგიონებს, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ მსოფლიოზე. სწორედ იმისათვის, რომ ექსტრემისტებმა ფეხი არ მოიკიდონ იქ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პაკისტანის მთავრობასთან ვიმუშაოთ, ისევე როგორც ავღანეთის მთავრობასთან, რათა დავინახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რეგიონის მოსახლეობის მიერ ინფრასტრუქტურისა და მათი ინტეგრაციის ხელშესაყობად მსოფლიოს მასშტაბით.” აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რიჩარდ ბაუჩერი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მუშარაფი თავისი გადაწყვეტილებით შორეულ და ურბანულ რეგიონებში თალიბების ქსელის გაფართოებას დაუპირისპირდა.
XS
SM
MD
LG