უკრაინაში საბარგო მატარებელი, რომელსაც ტოკსიკური ფოსფორი გადაჰქონდა რელსებიდან გადავიდა. ხელისუფლებამ ადგილობრივი მაცხოვრებელების ევაკუაცია მოახდინა მოწამვლის საშიშროების გამო.
ეს ინციდენტი ლვოვის მახლობლად მოხდა. 15 გადაყირავებული ვაგონიდან 6-ს ხანძარი გაუჩნდა.
მაშველებმა 14 სოფლის 800-მდე მაცხოვრებელი გაიყვანეს კატასტროფის ადგილიდან. მომწამვლელი გაზის ღრუბელი შემთხვევის ადგილიდან 90 კოლომეტრის მანძილზე გავრცელდა.
ამ ინციდენტის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.