ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხტადა ალ-სადრის მოკავშირეთა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ განაახლა პარლამენტში სიარული


ერაყში შიიტთა ლიდერის მოხტადა ალ-სადრის მოკავშირეთა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ შეწყვიტა პარლამენტის მუშაობის ბოიკოტი.

ამ პარტიის 30 წევრმა განაახლა პარლამენტში სიარული. ბოიკოტის მიზეზი შიიტური სალოცავების დაუცველობა იყო, რომელთა ერთ-ერთ- მთავარი სიწმინდე გასულ თვეს მეორედ ააფეთქეს სამარაში.

ამასობაში ამერიკელმა სამხედროებმა ახალი ოპერაცია დაიწყეს ამოთარეშეების წინააღმდეგ ალ-ანბარის პროვინციაში, რომელშიც 9000 ჯარისკაცვი იღებს მონაწილეობას.

დღესვე ბაღდადში კამიკაძემ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ერაყის არმიის საგუშაგოსთან ააფეთქა ბაღდადში. ამ თავდასხმას 10 ადამიანის, მათ შორის 3 ერაყელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

დიუალას პროვინციაში კი მოთარეშეებმა ერთი სოფლის 29 მაცხოვრებელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG