ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში რადიოაქტიური ნარჩენების გაჟონვას ჰქონდა ადგილი


ცენტრალურ იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ბირთვულ ობიექტზე, როგორც სჩანს, რადიოაქტიური ნარჩენების გაჟონვას ჰქონდა ადგილი.

ოფიციალური ცნობებით, ობიექტზე დაახლოებით 100 ბირთვული ნარჩენით სავსე ავზი დაიღვარა. იაპონიის ზღვაში ჩაიღვარა წყალიც, რომელიც რადიოაქტიურ ელემენტებს შეიცავდა.

იაპონიის მთავრობამ მოხდარის გამო გამოძიების შესახებ განკარგულება გასცა. ამეირკის ელჩი იაპონიაში, თომას შიფერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები 100 000 დოლარის დახმარებას გაიღებს ზარალის შესამსუბუქებლად.

XS
SM
MD
LG