ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რეაქტორი დაიხურა


გაეროს ინსპექტორებმა დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რეაქტორის დახურვის ფაქტი. ატომური ენრგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის მუხამედ ელ-ბარადეის განცხადებით საერთაშორისო ექსპერტებს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდებათ ადგილზე მონიტორინგის აპარატურის დასაყენებლად, რაც გამორიცხავს რეაქტორის ხელეხალი ამუშავების შესაძლებლობას.

ფხენიანმა იუნგბუნის რეაქტორი მას შემდეგ დახურა რაც სამხრეთ კორეიდან საწვავის პირველი პარტია შემოვიდა ექვსხრივ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად.

ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ქრისტოფერ ჰილმა ამასთან დაკავშირებით თავისი ოპტიმიზმი გამოხატა.

XS
SM
MD
LG