ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაჰმადიანი მესხების საკითხი


უკანასკნელ დროს საქართველოში, არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებშია, აქტუალური მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თემა. რამდენიმე დღის სახალხო დამცველის ოფისში ამ თემასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. ერთ-ერთი მომხსენებელი “უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის” წარმომადგენელი ანდრეი ხანჟინი იყო, რომელმაც მე-20 საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ საქართველოდან იძულებით განსახლებული მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს 9 ქვეყანაში გაკეთებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ეს მსოფლიოს ის 9 ქვეყანა გახლავთ, სადაც ამჟამად საქართველოდან განსახლებული მესხები სახლობენ, მათგან ყველაზე მეტი უზბეკეთში, აზრბაიჯანში, ყაზახეთში და თურქეთში ცხოვრობს. კვლევის მიხედვით მათი რაოდენობა 400 ათასის ფარგლებში ტრიალებს და მათგან 90 პროცენტი საკუთარ ეროვნებად ქართველობას ასახელებს, უკან დაბრუნების სურვილსაც მათი უმეტესობა გამოხატავს, მაგრამ არავინ იცის სინამდვილეში რამდენი მათგანი დაბრუნდება საქართველოში, სადაც მათ ახლად მიღებული კანონი დაიცავს. კვლევის შედეგები, რომელიც ანდრეი ხანჟინმა წარმოადგინა სექტემბერში წიგნის სახით გამოვა და მისი პრეზენტაცია ისევ სახალხო დამცველის ოფისში გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას ასევე დეპორტირებული მესხების საერთაშორისო კავშირი “მესხების” წარმომადგენელი ისო მოლიძე იღებდა, რომელმაც მესხების საქართველოში დაბრუნების მიმართ არსებული დამოკიდებეულების შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს მისი სიტყვიდან:

ისო მოლიძე – ვფიქრობ 400 ათასი გადაჭარბებული ციფრია, მგონი 300 ათასი უფრო იქნება. და ვის სურს დაბრუნება, ამ კითხვაზე პასუხი ალბათ, ამ განცხადებების შემდეგ გვქენება. ბევრი ამბობს რომ უნდა დაბრუნება, მაგრამ არავინ იცის რამდენი დაბრუნედება, რადგან ძნელია ერთი ადგილიდან აყრა და მეორეზე გადასვლა. რაც შეეხება, როგორ ცხოვრობენ, რა თქმა უნდა იმ ქვეყნებში კარგად ცხვორობენ. 63 წელი გავიდა იმ უსმართლობიდან და წელს პირველად საქართველომ ამ უსამართლობას წერტილი დაუსვა და ეს მესხებისათვის ძალიან სასიხარულო მოვლენაა. ამ ფაქტმა მესხები ქართულად აალაპარაკა. მათ უკვე იციან რომ თუკი იქ რამე მოხდება, მათ აქ საკუთარი სამშობლო ელოდება და მზად არის მათ მისაღებად.

- ეს უკანასკნელი ალბათ ის ერთადერთი კანონი გახლავთ, რომელიც ქართველ ხალხს შესაძლებლობას აძლევს საკუთარ ისტორიაზე პასუხისმგებლობა აიღოს და წარსული შეცდომები თავად გამოასწოროს. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის დადგენა, რომელთაც რეგისტრაციის სახით უნდა განაცხადონ საკუთარი სურვილის შესახებ. ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება, ზუსტად რამდენი მესხი მოისურვებს საკუთარ მიწაზე დაბრუნებას.

XS
SM
MD
LG