ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარადეი: ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ობიექტი წარმატებით დაიხურება


გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანლი ვარაუდობს რომ პრობლემები არ შეიქმნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რეაქტორის დახურვის დროს. ექვსმხრივი მოლაპარაკებები ამ საკითხზე მომავალ კვირას განახლდება. მოჰამედ ელ ბარადეი ამბობს, რომ იონგბიონის ბირთვული რეაქტორის დახურვა, რასაც სააგენტოს ექსპერტები იქ ჩასვლისას შაბათს დაესწრებიან, უპრობლემოდ უნდა განვითარდეს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მოგვითხრობს ჰონგ კონგიდან, ეს განცხადება ბარადეიმ გააკეთა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა გაავრცელა ინფორმაცია რომ მომავალ კვირას ფხენიანის ბირთვული პრობგამის ირგვლივ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება. მოჰამედ ელ ბარადეი ამბობს, რომ ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორები მზად არიან იონგბიონის რეაქტორზე სამუშაოების შეჩერებას მონიტორიგნგი მოუხდინონ, ეს კი მნიშვნელოვანი პირველი საფეხური იქნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამების დასასრულებლად.
XS
SM
MD
LG