ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადაზვერვო ანგარიში: ალ-ყაიდა სერიოზული მტერია


ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები დღეს იკრიბებიან რათა ახალი ანგარიში შეისწავლონ ალ ქაიდას ტერორისტული ქსელი შესახებ ცნობილი ინფორმაციის ირგვლივ, რომ ამ ქსელმა 2001 წლის შემდეგ ბევრად უფრო განავითარა თავისი შესაძლებლობები. ოფიციალური ცნობებით, ანგარიში, რომელიც ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის მიერ შეიქმნა, იტყობინება, რომ პაკისტანში --მას შემდეგ რაც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხდა მთავრობასა და თემთა ლიდერებს შორის ქვეყნის ჩრდილოეთში, ალ-ყაიდამ იქ თავშესაფარი მონახა. პაკისტანის მთავრობა ვეღარ აკონტროლებს ამ რეგიონს, რამაც ტერორისტებს იქ ინფილტრაციის საშუალება მისცა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ კრინგენმა კონგრესის კომიტეტს ოთხშაბათს განუცხადა, რომ ალ ყაიდა საკმაოდ კარგ ფორმაშია პაკისტანის ამ დაუცველ რეგიონში.
XS
SM
MD
LG